Miss Selfridge-ის, Wallis-ის და Topshop-ის მფლობელი კომპანია გაკოტრდა

Arcadia Group-მა, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.

„ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.

მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და მაღაზიების იძულებითი დახურვა ნეგატიურ გავლენას ახდენს ვაჭრობაზე. ამ სტრესულ პერიოდში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ასევე მიზანი იყო, რომ შევინარჩუნებდით ფინანსური სტაბილურობას იმ იმედით, რომ გამოვიდოდით პანდემიიდან და ვიბრძოლებდით, თუმცა, დაბრკოლებები ძალიან მკაცრი იყო ”.

ამჟამად, Arcadia Group- ის ბრენდებში დასაქმებულია დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, საიდანაც 9 ათასზე მეტი მათგანი იძულებით უხელფასო შვებულებაში იმყოფება. კომპანიას აქვს 444 მაღაზია დიდ ბრიტანეთში და 22 სხვა ქვეყანაში.

Arcadia Group-ის თავმჯდომარის ფილიპ გრინის განცხადებით, კომპანიის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ იპოვის ბრენდების შეძენის მსურველებს. ამასთან, კრედიტორების წინაშე ზოგიერთი სესხის დასაფარად, Arcadia Group-ი ჯერჯერობით შეინარჩუნებს მაღაზიების ნაწილსაც.

საქართველოში Arcadia Group-ი 3 ბრენდით იყო წარმოდგენილი - Miss Selfridge, Topshop-ი და Wallis-ი. Topshop--მა ბაზარი 2 წლის წინ დატოვა, შემდეგი იყო Miss Selfridge და უკანასკნელი კი, ვინც Wallis-i.