Debenhams-ი ბრიტანეთში ბიზნესის დახურვას განიხილავს

ბრიტანული უნივერმაღების ქსელი Debenhams-ი უშვებს შესაძლებლობას, რომ დახურავს საკუთარ მაღაზიათა ქსელს ბრიტანეთში JD Sports Fashion-თან მოლაპარაკებების ჩავარდნის გამო. სხვა მყიდველი კომპანიამ ბრიტანეთში ვერ იპოვა და ამიტომ მოუწევს დახურვა. აღნიშნული კი საფრთხის ქვეშ აყენებს 12 ათას სამუშაო ადგილს ბრიტანეთში.

ჯამში რითეილერს ბრიტანეთის მასშტაბით 124 მაღაზია და ონლაინ-მაღაზია აქვს. ისინი მანამდე გააგრძელებენ მუშაობას, სანამ პროდუქციას არ გაყიდიან სრულად, რის შემდეგაც დაიწყება დახურვა, თუ კომპანია ვერ იპოვის მყიდველს.

რაც შეეხება ფრანჩიზას მფლობელობაში არსებულ 45 მაღაზიას ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ, მათი მომავალიც დამოკიდებული იქნება მყიდველზე.

გავრცელებულ განცხადებაში კომპანია საუბრობს, რომ მმართველობას მოუწია ლიკვიდაციის „სამწუხარო პროცესის“ დაწყება, თან ისე რომ, ამავდროულად ეძებს მყიდველს.

Debenhams-ის გადაწყვეტილება ბრიატნეთის საცალო ვაჭრობის სექტორისთვის მორიგი დარტყმაა. მანამდე რითეილერმა Arcadia Group-მა განაცხადა, რომ გადავიდა შიდა მართვაზე. კომპანია, რომელშიც 13 ათასი ადამიანი მუშაობს, აცხადებს, რომ აგრძელებს მყიდველის ძებნას მისი ბრენდებისთვის Miss Selfridge და Dorothy Perkins.

კოკა კვირკველია