„გიორგი გახარიამ პირველი „ლოქდაუნისას“ დაგვიანონსა, რომ თუ თანამშრომლებს სახლში გავუშვებდით, ყველა ბიზნესს მოგვაკითხავდა და ჩათვალეთ, მოგვაკითხეს მაგ ნაწილში,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "აი სი არ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განაცხადა.
„პირველი ლოქდაუნის მერე დღემდე, 40% დავკარგეთ რეალიზაცია და ბიზნესს, რომელიც ზარალზე მუშაობს, საკმაოდ რთულად მოუწევს ამ ჭრილობების მოშუშება. ჩვენი სექტორი მოგების გენერირებას მე-4 კვარტალში ახდენს და დეკემბერი არის მნიშვნელოანი თვე, თუმცა, არსებულ სიტუაციას და ამ პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან ბევრი ბიზნესი დაიხურება.
ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც მსხვილ რითეილერებს გვაქვს, არის შემდეგი - 2021 წელი რომ დავიგეგმოთ და დამატებითი საბრუნი კაპიტალი გამოვართვათ ბანკებს, ისინი ორ ციფრს გვთხოვენ - ხარჯვით ნაწილს და შემოსავალს. მაგრამ როდესაც შენ ვერ იგეგმავ ხარჯვით ნაწილს და შემოსავალს და ხარ ზარალიანი, საკმაოდ რთულია დამატებით საბრუნი კაპიტალის მოზიდვა ბიზნესისთვის,“-აღნიშნა ხაზარაძემ.