ელემენტებიდან ლაზერულ სენსორებამდე - როგორც გახდა ოსტინ რასელი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი

Luminar- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ოსტინ რასელი იშვიათ გამონაკლისებს ეკუთვნის.

ოსტინი ერთ-ერთი პირველი მილიარდერია, რომელიც ავტომატური დანადგარების სამყაროში გამოჩნდა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბადი მილიარდერი გახდა. მას ბევრი გამოგონება ეკუთვნის, მათ შორისაა 17 წლის ასაკში დაფუძნებული ლაზერული სენსორის კომპანია.

რასელის მიერ დაფუძნებული Luminar– ის კაპიტალის დაახლოებით მესამედი, 2,4 მილიარდი დოლარი სწორედ რასელის საკუთრებაა.

კომპანიის ინვესტორები არიან - მილიარდერი პიტერ თიელი - 4,6 მილიარდით. იგი რასელს Luminar– ის დაფუძნებაში დაეხმარა. Volvo Cars ტექნიკური ფონდი, The Gores Group– ის ლიდერი ალეკ გორესი და Luminar– ის გამგეობის წევრი, რომელიც ასევე კომპანიის თავმჯდომარეა, მილიარდერი დინ მეტროპოულოსი. მეტროპულოსი 2,2 მილიარდ დოლარს ფლობს.

Paypal-ის დამფუძნებელი პიტერ თიელი, ცნობილი სტიპენდიის შემქმნელია, რომელიც წარჩინებულ ახალგაზრდებს 100 000 აშშ დოლარს სთავაზობს. მან 2012 წელს სტენფორდში სწავლა მიატოვა და რასელს Luminar– ის შექმნაში ეხმარებოდა.

”შენ შეგიძლია მილიარდი დოლარის ბიზნესი ააწყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება გახდე მილიარდერი”, - ამბობს თიელი.

გენიალური რასელი

იმ ასაკში, როდესაც ახალშობილთა უმეტესობა კვლავ საფენებით სარგებლობს, რასელმა ელემენტების პერიოდული სისტემა ზეპირად იცოდა.

”დაახლოებით 2 წლის ვიყავი, როდესაც ცხრილი ზეპირად ვიცოდი. უბრალოდ გატაცებული ვიყავი გარკვეული საგნების სწავლით ... დამოუკიდებლად ვისწავლე და სხვათა შორის, მრავალი ახალი ტიპის სამეცნიერო სფერო დამოუკიდებლად გავიგე“- განუცხადა რასელმა CNBC Make It- ს.

თინეიჯერი რასელის ინტერესები კიდევ უფრო დაიხვეწა.

“კომპიუტერული სისტემების, სუპერკომპიუტერების, ტექნიკის სხვა საგნების ინჟინერია საბოლოოდ ლაზერების, ოპტიკის და ფოტონიკის მიმართ სიყვარულად გადაიქცა“ - აცხადებს რასელი.

ფოტონიკა არის მეცნიერება სინათლისა და სხვა ენერგიის შექმნის და ”ათვისების” შესახებ, რომლის ძირითადი ერთეულია ფოტონი.

მან 11 წლის ასაკში სამხრეთ კალიფორნიაში, მშობლების ავტოფარეხში კვლევითი ლაბორატორია ააშენა.

15 წლის მომავალი მეცნიერი ლიდართან მუშაობას იწყებს. Lidar არის ლაზერების გამოყენების მეთოდი ობიექტების დაშორების გასაზომად. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარემოში 3D რუკის შესაქმნელად, ეს არის წამყვანი ტექნოლოგია.

ამის შემდეგ რასელი ავითარებს Luminar- ლიდორის სენსორის საკუთარ ტექნოლოგიას ავტონომიური მანქანებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რასელმა Luminar საშუალო სკოლაში სწავლისას დააარსა, ბიზნესმა აღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის კოლეჯში მოხვდა. მაშინ რასელი 18 წლის იყო.

სტენფორდის უნივერსიტეტში გამოყენებითი ფიზიკის სწავლის დროს, რასელმა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, ტიელის სტიპენდია მოიპოვა.

“ჩემს გადაწყვეტილებას მშობლები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ.“- განაცხადა ახალგაზრდა მილიარდერმა მედიასთან საუბარში. თვითონ კი არაფერს ნანობს.

Luminar- ის მშენებლობის ტექნოლოგია წარმოადგენს ინდუსტრიულ სტანდარტს ავტონომიური მანქანებისთვის. აღნიშნულ ტექნოლოგიას პეკინში დაფუძნებული საავტომობილო ელექტრონული პროდუქტების კომპანია HiRain და BMW იყენებენ.

კომპანია მიზნად ისახავს მექანიკური გამოყენებისთვის უკეთესი ხარისხის ლიდარული სენსორების შექმნას. ამისათვის აწარმოებს ყველა კომპონენტებს - ლაზერებს, მიმღებებს, სკანირების მექანიზმებს და ელექტრონიკის ინდუსტრიაში არსებულ კონკურენტებთან შედარებით, Luminar-ის სენსორებს აქვთ 50-ჯერ უკეთესი გარჩევადობა და ათჯერ მეტი დიაპაზონი.

რასელი პლანეტის ათეულობით ადამიანიდან ერთ-ერთია, რომელმაც 30 წლამდე საკუთარი გამჭრიახობით მილიარდები გამოიმუშავა. ის დღეს 2,4 მილიარდს ფლობს.

თეონა რამაზაშვილი