IPSOS ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული საზოგადოების 4% “პალიტრანიუსს” უყურებს.
კითხვაზე, რომელი არხია თქვენთვის ინფორმაციისა და პოლიტიკური კონტინეტის ძირითადი წყარო? - გამოკითხული მოსახლეობის ხმები ასე გადანაწილდა:
26,5% -„იმედი“;
25,9% - „მთავარი არხი“;
14.1% - „რუსთავი 2“;
11,6% - „ტვ პირველი“;
8,3%- „ფორმულა“;
4.3% - „პირველი არხი“;
4% - „პალიტრანიუსი“;
2,3% - რეგიონული არხები;
1,2% - „კავკასია“;
1,8% - სხვა.
„IPSOS გლობალის” მიერ, 26 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე რესპონდენტი გამოიკითხა, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.
IPSOS-ის კვლევის შედეგები „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა.