ვინ უხელმძღვანელებს ეკონომიკური პროფილის კომიტეტებს მეათე მოწვევის პარლამენტში - „ქართულმა ოცნებამ“  კანდიდატები დაასახელა

ხვალ, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ყველა საკვანძო პოზიციაზე წარსადგენი პირები დაასახელა.

ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან :

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის - დავით სონღულაშვილი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი
  • საფინანსო საბიუჯეტო -ირაკლი კოვზანაძე
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა - დიმიტრი ხუნდაძე

კობახიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება. თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი, გიორგი ვოლსკი.

თამარ მუკბანიანი