მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 73 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
პლატფორმისინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით ინფიცირების 73 188 678 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 51.3 მილიონი ადამიანი, 1 627 797 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 20 238 159 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.