დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბექა ლილუაშვილი აირჩიეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბექა ლილუაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გოჩა ენუქიძე აირჩიეს, რომელიც კომიტეტს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.

კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მოადგილეების არჩევისას ხაზი გაუსვა, რომ მოადგილის ერთი თანამდებობა ვაკანტურია. მან ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უნდა წარმოადგინოს პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველ საორგანიზაციო სხდომაზე დებულებაც მიიღო.