„ჩვენ არ ვამტკიცებდით, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა -  ჩვენ ვამბობთ, რომ სამრეწველო პური არ გაძვირდება"

არ ვამტკიცებდით ჩვენ, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა თონეებში პურის 20 თეთრით გაძვირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამა კონკრეტულად სამრეწველო პურს ეხება და არა ფქვილისგან წარმოებულ ყველა პროდუქტს.

„არ ვამტკიცებდი იმას, რასაც არ ვაკეთებთ. არ ვამტკიცებდით ჩვენ, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ სამრეწველო პური არ გაძვირდება. ანუ არსებობს არჩევანი სამრეწველო პურსა და თონის პურს შორის. ჩვენ თავშივე განვაცხადეთ, რომ ეს არ ეხებოდა მთლიანად პურ-ფუნთუშეულს და ფქვილისგან წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ შორის თონეებს“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც დაახლოებით 10 მილიონ ლარი დაიხარჯება. შედეგად, 1 ტომარა ფქვილის ფასი მაქსიმუმ 53 ლარი იქნება