სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან გაიხსნება.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ამ წუთებში გახდა ცნობილი. მაია ცქიტიშვილმა ის დამატებითი წესები გააჟღერა, რომელთა დაცვითაც მოუწევთ მაღაზიებს ფუნქციონირება.
- სამუშაო საათები - 07:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე;
- დაცული უნდა იყოს მომხმარებლის ნაკადები, ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე არაუმეტეს 1 ადამიანი დაიშვება
- როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე უნდა მოხდეს რიგების მკაცრი დაცვა
- ფასდაკლებების აქცია ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს უნდა გამოცხადდეს
- არ იმუშავებს გასახდელი
- მაღაზიამ უნდა დაუშვას პროდუქციის დაბრუნება-გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თებერვლიდან უნდა მოხდეს.
- სავაჭრო ცენტრებში კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანით, იკრძალება
- პირბადის მოხმარება უნდა იყოს დაცული და პასუხისმგებლობა მაღაზიების ადმინისტრაციას ეკისრება
- დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ იქნება ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება.