ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „რემდესივირის“ გამოყენებისას აუცილებელი იქნება პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებისას აუცილებელი იქნება პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა.

მისივე თქმით, ასევე აუცილებელი იქნება მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს „რემდესივირით“ მკურნალობა ესაჭიროება.

„რემდესივირი“ აღიარებულია აშშ-ში FDI-ის მიერ და შესულია ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში. ჩვენ ამ პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ. დღესდღეობით შემოსულია 4 ათასამდე ფლაკონი, რაც სავარაუდოდ, 450-დან 460-მდე პაციენტის საჭიროებისთვის განკუთვნილი პრეპარატია. პრეპარატი შემდეგნაირად გადანაწილდება - კლინიკებში გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კლინიკური ჯგუფი მიიღებს. აუცილებელია პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა, რომ მზად არის აღნიშნული პრეპარატი მიიღოს. გარდა ამისა, აუცილებელი იქნება მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს „რემდესივირით“ მკურნალობა ესაჭიროება. გარდა ამისა, კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს ის სავარაუდო გართულებები, რაც შეიძლება პრეპარატს მოჰყვეს და მოახდინოს მასზე მონიტორინგი", - განუცხადა ჟურნალისტებს ტიკარაძემ.