Nikkei: პანდემიასთან გამკლავებასა და ეკონომიკის აღდგენისთვის მსოფლიომ უკვე 13 ტრილიონი დოლარი დახარჯა

COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და მისგან გამომდინარე ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად მსოფლიოში უკვე დახარჯულია 13 ტრილიონი დოლარი. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Nikkei საკუთარი ექსპერტების ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

მათი მონაცემებით, აღნიშნულ თანხაში ასევე შესულია კონგრესის მიერ ბოლოს მხარდაჭერილი ეკონომიკის მასტიმულირებელი 900-მილიარდიანი პაკეტიც.

Nikkei-ის ცნობით, ყოველი ახალი მასტიმულირებელი პაკეტი იწვევს ქვეყნების სახელმწიფო ვალის ზრდას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ექსპერტების ანგარიშით, 2021 წელს ამ ქვეყნების სახელმწიფო ვალი ჯამური მშპ-ს 125% იქნება.

ცნობისთვის, 22 დეკემბრის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 78 მილიონს გადააჭარბა, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 1.7 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 55 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში 21,5 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

კოკა კვირკველია