G&T - 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება

Galt And Taggart-მა ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებისა და ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება. შეგახსენებთ, რომ მეორე ლოკდაუნამდე საინვესტიციო ბანკი ეკონომიკის 5.1%-იან შემცირებას პროგნოზირებდა.

რაც შეეხება 2021 წელს, Galt And Taggart-ის პროგნოზით, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა 5% დან 5.5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, მათი პროგნოზით 2021 წელს ტურიზმი მხოლოდ 50%-ით აღდგება.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.1%-ით შემცირდა. თუმცა იმ ფონზე, როცა ქვეყანის ეკონომიკა, ფაქტობრივად, ხელმეორედ გაჩერდა, სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელს რეცესია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ნოდარ სირბილაძე