საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი ავეჯის იმპორტი 30,9%-ით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 481.16 ათასი აშშ დოლარის (558.17 ტონა) მეორადი მოხმარების რბილი ავეჯის ნაკრები შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 367.48 ათასი აშშ დოლარის (423.84 ტონა).
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2020 წელს საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი ავეჯი შემოვიდა, ასე გამოიყურება:
ასევე, მეორადი მოხმარების ავეჯი შედარებით მცირე რაოდენობით შემოვიდა: სომხეთიდან, ჩინეთიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან და აშშ-დან.
2019 წელს კი, მეორადი მოხმარების რბილი ავეჯი შემოვიდა:
ასევე, ავეჯი შემოვიდა: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, ირანიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან, სამხრეთ აფრიკიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან და გაერთიანებული სამეფოდან.