ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე 3 იანვრიდან სრულ ლოქდაუნზე მსჯელობა არ ყოფილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე 3 იანვრიდან სრულ ლოქდაუნზე მსჯელობა არ ყოფილა. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, თუ ეპიდვითარება არსებულ დონეზე შენარჩუნდება, ლოქდაუნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ეპიდსიტუაცია იქნა მსგავსი, როგორიც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილული არ იქნება, მაგრამ ის შეზღუდვები იქნება, რაც 2-თვიანი გეგმით არსებობს“,-აღნიშნა მან.