კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების დანაკარგმა 2020 წელს შესაძლოა, 160 მილიარდი დოლარი შეადგინოს. აღნიშნულის შესახებ მოსაზრებას გამოთქვამს კომპანია Boeing-ის წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნებში სერგეი კრავჩენკო.
"მე ვფიქრობ, რომ ავიაკომპანიების ფულადი დანაკარგები გაგრძელდება. 2020 წელს კი ეს შეადგენს 160 მილიარდს“ - განაცახდა მან.
მისი აზრით, პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების გამო ავიაკომპანიები მხოლოდ 50%-ის დატვირთვით მუშაობენ.