გაერთიანებულ სამეფოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს.

AstraZeneca-ს ვაქცინის შექმნაზე ბრიტანელი მეცნიერები მუშაობდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოს კომპანიისგან უკვე 100 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს შეძენილი, რაც 50 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი. AstraZeneca-ს ვაქცინა მეორეა, რომლის გამოყენებაზეც გაერთიანებულ სამეფოში ნებართვა გასცეს.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქიცნით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი და განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს, Pfizer-ის ვაქცინას კი -70 გარდუს ცელსიუს ტემპერატურა ესაჭიროება.