შტატებმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ცალკეულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი გაზარდეს

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის წევრებმა ოთხშაბათს გამოაცხადეს გადაწყვეტილების შესახებ გაიზარდოს საბაჟო ტარიფები ევროკავშირიდან იმპორტირებულ ცალკეულ პროდუქციაზე, მათ შორის თვითმფრინავების დეტალებსა და ღვინოზე, რომლებიც შემოდის საფრანგეთიდან და გერმანიიდან. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სავაჭრო წარმომადგენლობის წევრზე დაყრნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, უწყება ზრდის ტარიფებს თვითმფრინავების ცალკეულ მაკომპლექტებლებზე და არაშუშხუნა ღვინოების ცალკეულ ნაწილზე, ასევე კონიაკსა და სხვადასხვა ტიპის ბრენდზე.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, უწყებაში არ განუმარტავთ, როდიდან შევა ძალაში ახალი განკარგულება, თუმცა, ხაზი გაუსვეს, რომ დეტალები მალე გახდება ცნობილი.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული ზრდა გამოწვეულია მხარეებს შორის მრავალწლიანი დავით, რომელიც ეხება ავიამწარმოებლების სუბსიდირებას. ცნობისთვის, Boein-ს და Airbus-ის ირგვლივ დავა მხარეებს შორის 2004 წლიდან გრძელდება.

კოკა კვირკველია