Pfizer-მა აფრიკას  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზრდილი ფასით შესთავაზა

კომპანიებმა Pfizer და BioNTech მათ მიერ შექმნილი ვაქცინის 50 მილიონი დოზა აფრიკის ქვეყნებს, სამედიცინო პერსონალის ასაცრელად შესთავაზეს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს, რომელიც აღნიშნავს, რომ ვაქცინის აღნიშნული პარტია აფრიკულმა ქვეყნებმა მარტიდან წლის ბოლომდე პერიოდში უნდა მიიღონ.

სააგენტო აღნიშნავს, რომ წინადადება „მაღალ ფასადაა“ შეთავაზებული, თუმცა კონრკეტულ ციფრს არ ასახელებს. მისივე ცნობით, ახლა „აფრიკის კავშირი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიდევ რამდენიმე კომპანიასთან, რომელთა შორის არის ასევე Johnson & Johnson. ამასთან, აფრიკის ექსპორტ-იმპორტის ბანკში 24 დეკემბერს განაცხადეს, რომ აფრიკის ქვეყნებს ესაჭიროებათ 9 მილიარდი დოლარი, რათა შეისყიდონ მინიმალურად აუცილებელი დოზა, რათა შეაჩერონ ეპიდემიის გავრცელება კონტინენტზე.

ცნობისთვის, აფრიკის ქვეყნების უმეტესობა არის პლატფორმა COVAX-ის წევრი. ეს ორგანიზაცია მოწოდებულია ვაქცინების შესყიდვაზე და მათი საწარმოო სიმძლავრეების მხარდაჭერაზე. პროგრამის პირობების თანახმად, მაღალ შემოსავლიანი ქვეყნები იხდიან ვაქცინების საფასურს, შედეგად კი უმსუბუქებენ მათზე წვდომას განვითარებად ქვეყნებს. თუმცა, ამ პლატფორმის მონაცემებით, წელს აფრიკის მოსახლეობის 20%-ის ვაქცინირება იქნება შესაძლებელი. ეს კი არ არის საკმარისი ეპიდემიის შესაკავებლად ამ კონტინენტზე.

დღეისათვის აფრიკაში კორონავირუსის 2 782 260 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 66 000 დაიღუპა. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიაკში, მას მოჰყვება მაროკო, ეგვიპტე, ტუნისი და ეთიოპია.

კოკა კვირკველია