ბიზნესსექტორები მსოფლიოში, რომელთაც 2020 წელს ყველაზე მეტი სარგებელი და ზიანი მიიღეს

რე­უ­ლო­ბის, ქა­ო­სი­სა და პა­ნი­კის პი­რო­ბებ­ში ზოგი ცვლი­ლე­ბებს ეწი­რე­ბა, ზოგი გა­დარ­ჩე­ნას ახერ­ხებს, მაგ­რამ არი­ან ისი­ნიც, ვინც უფრო ძლი­ერ­დე­ბა. სწო­რედ ასე­თი იყო 2020 წელი ბიზ­ნე­სის­თვის და მისი სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის­თვის. გა­მო­ცე­მა Marketwatch იმ სფე­რო­ებს ასა­ხე­ლებს, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც 2021 წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ან და­მარ­ცხე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით შეხ­ვდნენ.

პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ვი­სა­უბ­როთ მათ­ზე, ვინც, მი­უ­ხე­და­ვად 2020 წლის მარ­ტის თვის უკუს­ვლი­სა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის­გან შექ­მნი­ლი ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, ზრდა გა­ნი­ცა­დეს:

  • ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტე­ბი

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ ქვეყ­ნებ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ ცხოვ­რე­ბა­ზე გა­დას­ვლის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო და­აჩ­ქა­რა. მო­წო­დე­ბის - "იმუ­შა­ვეთ და იშო­პინ­გეთ სახ­ლი­დან" ნორ­მად გახ­დო­მით, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა სტა­ბი­ლუ­რი მო­გე­ბა და­ი­წყეს, იმის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, რომ პან­დე­მი­ამ კი­ნო­თე­ატ­რებს, მო­ლებ­სა და სხვა ინ­დუსტრი­ებს "და­არ­ტყა". ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც S&P-ის ინ­დექსში (რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 500 ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის ფა­სებს აერ­თი­ა­ნებს) მხო­ლოდ 5 კომ­პა­ნი­ამ (ჯამ­ში) ინ­დექ­სის და­ახ­ლო­ე­ბით 22% შე­ად­გი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს 5 კომ­პა­ნია - Apple, Microsoft, Google, Amazon და Facebook არას­დროს ყო­ფი­ლან უოლ სტრიტ­ზე ისე­თი დო­მი­ნან­ტე­ბი, რო­გორც ახლა.

  • ვი­დეო სერ­ვი­სე­ბი

კი­ნო­თე­ატ­რე­ბის და­კეტვი­სა და ლო­ქ­და­უ­ნის გამო, ადა­მი­ა­ნებ­მა გარ­თო­ბის ფორ­მად ვი­დეო სა­ი­ტე­ბი აირ­ჩი­ეს. პან­დე­მი­ამ ტრა­დი­ცი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბი­დან ვი­დე­ო­ე­ბის და ფილ­მე­ბის ონ­ლა­ინ ყუ­რე­ბა­ზე გა­დას­ვლის ტენ­დენ­ცია და­აჩ­ქა­რა. "ნე­ტფ­ლიქ­სის" აქ­ცი­ე­ბის ფასი 3.08%-ით გა­ი­ზარ­და, რა­მაც არხს წლის პირ­ვე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 28 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი მო­უ­მა­ტა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხ "დის­ნეი +"-ს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 86.8 მი­ლი­ო­ნი აბო­ნენ­ტი მო­ე­მა­ტა და +0.01%-ით გა­ი­ზარ­და მისი აქ­ცი­ე­ბის ფასი, რაც "დის­ნე­ის­თვის" ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მისი ობი­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და პარ­კე­ბი, პან­დე­მი­ის გამო და­ი­ხუ­რა.

  • მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სე­ბი

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ადა­მი­ა­ნთა შინ გა­მო­კეტვის გამო, მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სე­ბი, რო­მე­ლიც 2019 წელს მხო­ლოდ მო­სა­ხე­რხე­ბე­ლი იყო, 2020 წელს ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი გახ­და. ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის "გრა­ბ­ჰა­ბის" "გრა­ბის" ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 0.42%-ით მო­ი­მა­ტა, მა­შინ რო­დე­საც სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 36%-იანი ზრდა მი­ი­ღო - ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რმა რეს­ტო­რან­მა მი­ტა­ნის სერ­ვი­სი და­ა­მა­ტა, რად­გან მათი ობი­ექ­ტე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ვე­ღარ მუ­შა­ობ­დნენ - ეს ტენ­დენ­ცია გლო­ბა­ლუ­რია.

  • სა­ში­ნაო ტრე­ნა­ჟო­რე­ბი

2020 წელს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­მაც სპორტდარ­ბა­ზე­ბი­დან შინ გა­და­ი­ნაც­ვლა - ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი ვე­ლო­სი­პე­დის მწარ­მო­ე­ბე­ლი „პე­ლო­ტო­ნი“ მო­წო­დე­ბის გამო - "ივარ­ჯი­შე სახ­ლში" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია აღ­მოჩ­ნდა. წლის პირ­ვე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მათ­თვის გა­ორ­მაგ­და და თით­ქმის 2 მი­ლი­არდს მი­აღ­წია. მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ვე­ლო­სი­პე­დე­ბი და სარ­ბე­ნი ბი­ლი­კე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ოჯახ­ში აღ­მოჩ­ნდა. ასე­ვე მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და მათი გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც: თუ 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ეს რი­ცხვი 563 000 იყო, 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მი­ლი­ონ 300 ათასს მი­აღ­წია.

  • ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი/ნივ­თე­ბი

პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის კი­დევ უფრო დიდ­მა ნა­წილ­მა შე­ი­ძი­ნა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი. ამ­ჟა­მად აშშ-ის ოჯა­ხე­ბის უკვე 67%-ს ჰყავს ესა თუ ის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი - ეს 30 წლის წი­ნან­დელ მო­ნა­ცე­მებს 56%-ით აღე­მა­ტე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად კომ­პა­ნი­ებს, მა­გა­ლი­თად, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მო­მა­რა­გე­ბის ონ­ლა­ინ გამ­ყიდ­ვე­ლის, Chewy-ს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2019 წლის შემ­დეგ გა­ო­თხმაგ­და.

ჩა­მოთ­ვლი­ლი სექ­ტო­რე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შემ­დგო­მი სია ბიზ­ნე­სის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც, თა­ვი­ან­თი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცვლი­ლე­ბას­თან ვერ ადაპ­ტირ­დნენ და პან­დე­მი­ის­გან ყვე­ლა­ზე დიდი ზი­ა­ნი მი­ი­ღეს.

  • მოგ­ზა­უ­რო­ბა

2020 წელს, სა­მუ­შაო და დას­ვე­ნე­ბის მიზ­ნით, მოგ­ზა­უ­რო­ბა მთლი­ა­ნად გა­ჩერ­და - თვითმფრი­ნა­ვე­ბი და­ცა­რი­ელ­და, აე­რო­პორ­ტე­ბი მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ქა­ლა­ქე­ბად იქცა. 14 აპ­რილს ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ აშშ-ის აე­რო­პორ­ტებ­ში მხო­ლოდ 87 534 მგზავ­რი და­ა­ფიქ­სი­რა, რაც 2019 წლის იმა­ვე თა­რი­ღის მო­ნა­ცემს 96%-ით ჩა­მორ­ჩე­ბა. ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი სა­ჭი­რო­ებ­და ნომ­რებს სას­ტუმ­რო­ებ­შიც. აშშ-ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში ად­გი­ლე­ბის და­კა­ვე­ბის წილი ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს 45% იყო, 2019 წლის მთლი­ა­ნი მო­ნა­ცე­მი კი - 66%. რა თქმა უნდა, კრუ­ი­ზე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა: საკ­რუ­ი­ზო კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ აშშ-ის პორ­ტე­ბი­დან გას­ვლა 2021 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­ა­ჩე­რა.

განაგრძეთ კითხვა