თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ერთადერთი დაზუსტებული მონაცემი არსებობს, რომლის მიხედვითაც, ის უფრო სწრაფად ვრცელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ერთადერთი დაზუსტებული მონაცემი არსებობს, რომლის მიხედვითაც ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი პირვანდელი სახეობა. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ უფრო დადასტურებული, მეცნიერული მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს.

„ერთადერთი, რაზეც დაზუსტებული მონაცემი არსებობს ისაა, რომ ეს შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე პირვანდელი მისი სახეობა. თუმცა ახალგაზრდა ასაკში რამდენად უფრო სწრაფად ვრცელდება ამაზე დადასტურებული, მეცნიერული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. ასე რომ, უნდა დაველოდოთ, ვიდრე უფრო უკეთესი ინფორმაცია იქნება", - განაცხადა გაბუნიამ.