რუსეთმა მზესუმზირასა და რაფსზე საბაჟო ტარიფი 30%-მდე გაზარდა

9 იანვრიდან რუსეთიდან ექსპორტირებულ მზესუმზირასა და რაფსზე საბაჟო ტარიფი 30%-ით გაიზარდა. ამასთან, მისი ქვედა ზღვარი დგინდება 1000 კგ-ზე 165 ევროს ოდენობით. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მთავრობის მიერ 2020 წლის 10 დეკემბერს გაიცა და ის 9 იანვრიდან ამოქმედდა.

აღნიშნული ზომის შემოღება ხდება 2021 წლის 9 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში და ეხება რუსეთიდანა ექსპროტირებულ პროდოქუციას, რომელიც საბაჟო კავშირის ფარგლებს გარეთ ხდება. აქამდე ამ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი მათი ღირებულების 6,5% იყო.

როგორც მანამდე რუსეთის პრემიერ-მინსიტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, გადაწყევტილება საბაჟო ტარიფების გაზრდაზე მიღებულია იმისთვის, რომ შემცირდეს ამ პროდუქციის ექსპორტის მოცულობა და ფა ადგილობრივ ბაზარზე. ამასთან, მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ გაზრდილი საბაჟო ტარიფი ბაზრის მონაწილეებს ნედლის ექსპორტის ნაცვლად მაღალი ხარისხის მზა პროდუქციის ექსპორტისკენ უბიძგებს.

კოკა კვირკველია