შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტოროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო 22 კილოგრამი თუთუნი და 3120 ღერი სიგარეტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. „აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.