სესხის გამცემი სუბიექტების წმინდა მოგება 1,766 მლნ ლარამდე გაიზარდა

2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 1 766 312 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, წინა წლის ანალოგიური პერიოდი კი - 226, 583 ლარის ზარალით დაასრულეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ, სესხის გამცემი სუბიექტების კონსოლიდირებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ამასთან, 2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 23,6 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს. კერძოდ, სესხის გამცემი სუბიქტების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის III კვარტლის მდგომარეობით, მათ 407,1მლნ ლარის სესხი გასცეს, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 430,8 მლნ ლარის.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, რეგისტორებული იყო 198 სუბიექტი, 2019 წლის იანვარში კი, როდესაც მათ რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური