Samsung Electronics-ი დღეს S სერიის უახლეს ფლაგმანებს წარადგენს

Samsung Electronics-ი დღეს S სერიის უახლეს ფლაგმანებს წარადგენს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი S სერიის სმარტფონები აღჭურვილია უახლესი ინოვაციებითა და განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საუკეთესო - გაუმჯობესებული კამერა. აღნიშნული სერიის ფლაგმანებში პირველად ვხვდებით ყველასთვის ცნობილ S Pen-ს.

„S სერიის უახლესი ფლაგმანები აჭარბებენ უბრალოდ სმარტფონის შესაძლებლობებს და ყოველდღიურობას საოცრებად აქცევენ,“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სმარტფონების პრეზენტაცია დღეს ონლაინ რეჟიმში, თბილისის დროით 19:00 საათზე განხორციელდება.

პრეზენტაციის სანახავად მიჰყევით ბმულს.