ყაზახეთი კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინით მოსახლეობის აცრას 1-ელი თებერვლიდან იწყებს

ყაზახეთი მიმდინარე წლის განმავლობაში კორონავირუსის წინააღმდეგ 6 მილიონი მოქალაქის აცრას გეგმავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედია, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი ცოიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროგრამა 1-ელი თებერვლიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე აცრის გაკეთებას სამედიცნო სფეროს მუშაკებს შესთავაზებენ.

ყაზახეთი ვაქცინაციისთვის რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს გამოიყენებს, რომლის წარმოების დაწყება ქვეყნის შიგნითაც იგეგმება.

ცნობისათვის, ყაზახეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 217 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, ქვეყანაში ვირუსს დღემდე 2 965 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.