თურქეთმა Twitter-ზე, Periscope-სა და Pinterest-ზე რეკლამები აკრძალა

თურქეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტომ Twitter-ზე, Periscope-სა და Pinterest-ზე რეკლამები აკრძალა, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ახალი კანონის შესაბამისად მიიღეს, რომელიც სოციალურ მედია კომპანიებს თურქეთში ადგილობრივი წარმომადგენლების დანიშვნას ავალდებულებს.

ცნობისათვის, გუშინ Facebook-მა განაცხადა, რომ თურქეთში კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლის დანიშვნის პროცესი დაიწყო.