კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით არგენტინაში მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესეს

კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით არგენტინაში მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესეს.

BBC-ის ინფორმაციით, ახალი გადასახადის გადახდა იმ პირებს მოუწევთ, რომელთა ქონებაც 200 მილიონ არგენტინულ პესოს, ანუ 2.3 მილიონ აშშ დოლარს, აღემატება.

მათ საკუთარი ქონების ღირებულების 3%-ის გადახდა მოუწევთ.

გამოცემის მიხედვით, ასეთი ქვეყანაში სულ 12 000-ზე მეტი ადამიანია. არგენტინის მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ გზით კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 3 მილიარდი დოლარის შეგროვებას შეძლებს. არგენტინაში საერთო ჯამში, კორონავირუსის 2 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 47 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.