Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 101.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 101.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 32.8 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 12.7 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.9 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 55%-ს შეადგენს.

ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 32% და 14.6%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.