„ვოლვო კავკასიამ“ კიდევ ერთი შოურუმი გახსნა და ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ტაშკენტშიც ხელმისაწვდომია

29 იანვარს „ვოლვო კავკასიამ“ კიდევ ერთი შოურუმი გახსნა და ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ახლა უკვე ტაშკენტშიც ხელმისაწვდომია.

როგორც „თეგეტა მოტორსიდან“ იუწყებიან, ავტოცენტრი სრულად „ვოლვო ქარსის“ სტანდარტებით აშენდა. მათი ინფორმაციით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შოურუმს ეწვიონ და სრული სამოდელო რიგი დაათვალიერონ. “ძალიან გვიხარია, რომ შვედური, მაღალტექნოლოგიური ბრენდის წარმომადგენლები ვართ უზბეკეთში და გვაქვს საშუალება, კიდევ ერთ ქვეყანაში შევუწყოთ ხელი უსაფრთხო საგზაო გადაადგილებას. გაგვიმართლა, რომ გვიწევს ისეთ სანდო პარტნიორთან ურთიერთობა, როგორიცაა “პრემიუმ ავტო”, რომელიც “ვოლვო ქარსის” ოფიციალური დილერია უზბეკეთში”- განაცხადა „ვოლვო კავკასიის“ გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.

„თეგეტა მოტორსის“ ცნობით, „ვოლვო ქარსი“ ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხოების კუთხით მოწინავე ბრენდია, რომლის იმპორტიორი კომპანია 2019 წლიდან „ვოლვო კავკასიაა“.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად „ვოლვო კავკასია“ წარმოდგენილია სადილეროებით რეგიონის ოთხ ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ავტომობილების მიწოდება საქართველოდან ხდება.