რომელი იყო მომგებიანი და ზარალიანი ბანკები საქართველოში

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, გასული წლის 3 კვარტლისგან განსხვავებით, შედარებით მეტი ბანკი გავიდა მოგებაზე.

მათ შორის, ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის მე-4 კვარტალში მოგებაზე გავიდა ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში - 123 180 649 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 624 483 110 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-4 კვარტლის მონაცემებით, 57 108 880 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 528 101 818 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ბაზისბანკი“ - 5 972 349;
  • „სილქ როუდ ბანკი“ - -1 182 511;
  • „კრედო ბანკი“ – 13 950 614 ;
  • „ქართუ ბანკი“ - -24 751 630;
  • „ფინკა ბანკი საქართველო“ - -2 887 850;
  • „ჰალიკ ბანკი“ - -12 894 496;
  • „იშბანკი საქართველო“ – 2 797 749;
  • „ტერა ბანკი“ - -13 830 949;
  • „ლიბერთი ბანკი“ - -15 173 231;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - -23 193 879;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 3 534 386;
  • „ვითიბი ბანკი“ - -14 776 340;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 1 408 108.

შესაბამისად, როგორც ამ მაჩვენებლებიდან ვხედავთ, მე-4 კვარტალში მოგება 7-მა ბანკმა - „საქართველოს ბანკმა“, „თიბისიმ“, „ბაზისბანკმა“,„კრედო ბანკმა“, „იშბანკი საქართველომ“, „პროკრედიტ ბანკმა“ და „ზირაათ ბანკი საქართველომ“ მიიღო.

თაია არდოტელი