“ლილო მოლის” დირექტორის განცხადებით, ბაზრობა მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს

“ლილო მოლის” დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, ბაზრობა მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.

როგორც კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არაა.

“ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ. ჩვეულებრივად ვმუშაობთ. 60 კვადრატულამდეა დაზიანებული, ნაწილი ხანძრისგან, ნაწილი წყლისგან. ეს დღეები დიდი მზადება მიდიოდა, ფუსფუსი, დალაგება და ალბათ დარჩა რამე. წინასწარ რთულია თქმა”,- განაცხადა კვარაცხალიამ.

ცნობისთვის, ხანძარი ლილოს ბაზრობაზე უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.