ბოლო 10 ბინა 10%-იანი ფასდაკლებით -  „ტერასა ორთაჭალის“ დასრულებულ პროექტზე აქცია სრულდება

„ტერასა ორთაჭალის“ ენერგოეფექტური პროექტის ბინებზე 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზების დასრულებამდე კი 10 დღეა დარჩენილი.

ამ დროისთვის, ორთაჭალაში მდებარე ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც დედაქალაქის ულამაზესი ხედები იშლება, მხოლოდ 10 ბინაა დარჩენილი.

პანორამული ხედები, სიმწვანე, ბინების ოპტიმალური გეგმარება და გადახდის პირობები „ტერასა ორთაჭალას“ უპირატესობებს წარმოადგენს და მობინადრეებისთვის ბინის შერჩევისას უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია.

„ტერასა ორთაჭალას“ პროექტს დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის სხვა, ისე ამ კონკრეტულ პროექტში მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოების საკითხი. საცხოვრებელი კორპუსი 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და აშენებულია პემზის ეკომეგობრული ბლოკით. ეკომეგობრულობის წყალობით, მობინადრეები კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ.

terasa2-1612957026.jpg

„ტერასა ორთაჭალას“ ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში, ამოშენებული ტიხრებით, გალესილი კედლებით, მოჭიმული იატაკით, რკინის კარით, უმაღლესი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით, რომელსაც ორმაგი მინა პაკეტი ახლავს და ასევე, შეყვანილი კომუნიკაციებითა და გათბობის მილებით.

ამ ეტაპზე, „ტერასა ორთაჭალას“ პროექტი დასრულების პირასაა და მხოლოდ შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ ფორმა, „ტერასა ჯგუფი“ თითოეულ მათგანს დარჩენილი ბინების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება შეგიძლიათ აქ:

terasa3-1612957065.jpg

(R)