რა ღირს საწვავი საქართველოში

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა.

კერძოდ, ბოლო 3 კვირის პერიოდში საწვავის ფასი საშუალოდ 7-10 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. დღეის მდგომარეობით, Brent-ის ტიპის საწვავი ბარელი 61,15 დოლარი ღირს, WTI მარკის კი - 58,36 დოლარია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ 2 კვირის პერიოდში ნავთობზე ფასებმა ბოლო 12 თვის მაქსიმუმსაც მიაღწია.

დღეის მდგომარეობით ცალკეულ სადგურებში ღირებულება ასეთია:

„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.57 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.43 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი - 2. 37; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.69 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.53 და 2.59 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.42 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი - 2.57 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.58 და 2.38 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 2.67 ლარი შეადგინა.

დღეის მდგომარეობით „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.51 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.33 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.49 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.63 ლარია.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.55 ლარია; „რეგულარი“ – 2.37; სუპერი - 2.65; ევრო-დიზელი კი 2.50 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.40 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევრო დიზელის“ ფასი - 2.53 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 2.47 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ - 2.52 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.32 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.63 ლარი ღირს.

თაია არდოტელი