შოტლანდიური ვისკის ექსპორტი 2020 წელს ათწლიან მინიმუმზეა

2020 წელს შოტლანდიური ვისკის ექსპორტი 23%-ით 3,8 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. აღნიშნულის მიზეზი შტატებში მოქმედი საბაჟო ტარიფები და კორონავირუსის გლობალური პანდემიაა.

შოტლანდიური ვისკის ასოციაციის (Scotch Whisky Association) ცნობით, ვისკის ექსპორტი მსოფლიოს უმსხვილეს ამერიკის ბაზარზე 32%-ით 729 მილიონ გირვანქამდე შემცირდა. როგორც ცნობილია, ვაშინგტონმა შოტლანდიურ ვისკიზე 25%-იანი საბაჟო ტარიფი 2019 წლის ბოლოდან აამოქმედა.

ამასთან, საფრანგეთში, მეორე უმსვილეს საექსპორტო ქვეყანაში მიწოდება შემცირებულია 13%-ით 375 მილიონ გირვანქამდე. ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში კი კლება კიდევ უფრო დიდია, ასე მაგალითად გერმანიაში კლებამ შეადგინა 25%, 139 მილიონ გირვანქამდე. ზოგადად კი, 2020 წელს ვისკის გაყიდვები მსოფლიოში 10%-ით არის შემცირებული, მაშინ როცა წინა წლის პირველ ნახევარში კლება 27% იყო.

კოკა კვირკველია