2020 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების ანგარიშგების მიხედვით, შარშან 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მთლიანად 4 145 ადამიანს ასაქმებდა. წინა წელს კი 48 მისო-ში 4 101 ადამიანი მუშაობდა.
ამასთან, 2020 წელს წინა წელთან შედარებით 384-დან 393-მდე გაიზარდა მისო-ების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რაოდენობაც.
„ბიზნსპრესნიუსი“ გთავაზობთ top-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებს:
- მისო კრისტალი - 1 037 დასაქმებული
- რიკო ექსპრესი - 459 დასაქმებული
- სვის კაპიტალი - 329 დასაქმებული
- კრედიტ სერვისი - 320 დასაქმებული
- ლაზიკა კაპიტალი - 280 დასაქმებული
- ლიდერ კრედიტი - 250 დასაქმებული
- ინტელექსპრესი - 215 დასაქმებული
- მიკრო-ბიზნეს კაპიტალი - 182 დასაქმებული
- ევრო კრედიტი - 150 დასაქმებული
- ქართული კრედიტი - 129 დასაქმებული