Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3050 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3050 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3045 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 18 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3021 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9837 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.