ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად, თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, იგი არის წარმატებული მენეჯერი და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი" - აღნიშნა ღარიბაშვილმა წარდგენისას.
43 წლის მინისტრს მეუღლე და 8 შვილი ჰყავს. დამთავრებული აქვს საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი, ასევე გავლილი აქვს ინგლისური ენის კურსები ქალაქ ოქსფორდის (Swan) სკოლაში.
რაც შეეხება ქონებრივ მდგომარეობას:
ჯუანშერ ბურჭულაძე თბილისში, ნუცუბიძეზე ფლობს ბინას, რომლის ღირებულება 300 000 ლარია. 3 საცხოვრებელი სახლი, რომელიც მინისტრის დეკლარაციაშია მითითებული, მეუღლის სახელზეა გაფორმებული. კერძოდ, ნინო მხეიძის მფლობელობაშია 3 სახლი, რომლებიც თბილისში ბაგების სატყეო უბანში მდებარეობს. სამივეს ღირებულება ჯამში 465 000 ლარია.
ჯუანშერ ბურჭულაძის მფლობელობაშია ავტომობილი ჰიუნდაი ტუქსოში, რომლის ღირებულება 25000 ლარია. რაც შეეხება შემოსავლებს, მინისტრს დეკლარაციაში უფიქსირდება, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტზე 2019 წელს 54 000 ლარი მიიღო, ხოლო შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას 22 500 ლარი.
ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლე ნინო მხეიძე პროფესიით პიანისტია. ის 15 წლის ასაკში გათხოვდა. როგორც ამბობს, შვილების გაზრდაში დედა ეხმარებოდა. ნინო მხეიძე მაშინ სკოლაში მუშაობდა. იხილეთ სრულად