საქართველოში ყველა საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ყველა საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

შინამეურნეობებისთვის გაძვირდა როგორც ავტოსესხი, ისე ლომბარდული, სამომხმარებლო და უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული სესხები.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვარს უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10,96% შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც წინა თვეს საპროცენტო განაკვეთი 10.70% იყო.

21. 14%-დან 23.62%-მდე გაძვირდა ავტოსესხზე საპროცენტო განაკვეთი. 18,17%-დან 19,39%-მდე გაძვირდა ლომბარდული სესხი.

რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, მიმდინარე წლის იანვარში 20,56%-ს შეადგენდა, წინა თვეში კი - 20,28%-ს. ამასთან, იანვარში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტის განაკვეთი 13,31% იყო, არაუზრუნველყოფილის კი 22,68%.

ნინი ქეთელაური