პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, სპეციალური მოსმენა გაიმართოს

მიმდინარე კვირას, პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, სპეციალური მოსმენა გაიმართოს, სადაც მინისტრებს მოუსმენენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაზე უარს არ იტყვის.

“მიმდინარე კვირას დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.