"ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი, ცნობილი ბიზნესმენი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
მის "ფეისბუქგვერდზე“ უკვე არაერთი სამძიმარი გამოქვეყნდა.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი მიშა ჭკუასელი გოგა მაისურაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"ვუყურებ და ვერც ერთ სიტყვას ვერ ვწერ, არც ძილი ეკარება თვალს და გული გამისკდება...“
ირაკლი ჯინჭარაძე კი წერს: “დიდი კაცი წავიდა, ღმერთმა გაანათლოს გოგა” .
"ლოპოტა სპა რეზორტი“ 2008 წელს დაარსდა, როგორც 7-ოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო. გოგა მაისურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ ყველაფერი 3000 დოლარით დაიწყო. როგორც ამბობენ, სამომავლო განვითარების გეგმის განხორციელება ბევრს უტოპიად ეჩვენებოდა, თუმცა სკეპტიციზმის მიუხედავად, მკაფიო და გრეძელვადიანი ხედვების მქონე გოგა მაისურაძემ ხორცი შეასხა იდეას და შექმნა დამოუკიდებელი ქართული ბრენდი.