ჰოლანდიაში „კომენდანტის საათი“ თვის ბოლომდე გახანგრძლივდა

ჰოლანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ე.წ. „კომენდანტის საათი“ 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო, „კომენდანტის საათი“ და სოციალური დისტანცირების ზომების უმეტესობა ძალაში უნდა დარჩეს, თუმცა გამონაკლისი 15-17 მარტისთვის დაგეგმილი არჩევნებისთვის გაკეთდება.

ნიდერლანდებში „კომენდანტის საათი“ 6 კვირის წინ დაწესდა და ყოველ დღე, საღამოს 9-დან დილის 4.30 საათამდე მოქმედებს.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსის 1.1 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს დღემდე 15 861 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.