Boeing-ი თვითმფრინავებზე შეკვეთის დადებით ბალანსზე გავიდა

კომპანიამ Boeing 2019 წლის შემდეგ პირველად მიიღო თვითმფრინავებზე ყოველთვიური შეკვეთის დადებითი ბალანსი. СNBC-ის ინფორმაციით, თებერვალში შეკვეთებმა გადააჭარბა უარს.

თებერვალში კომპანიამ გაყიდა 82 თვითმფრინავი, მათ შორის 25 ავიალაინერი Boeing 737 MAX და 27 საწვავმზიდი KC-46. ამასთან შემკვეთებმა გასულ თვეს უარი თქვეს 51 თვითმფრინავზე. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ამ მომენტისთვის კომპანიას აქვს ვალდებულება 4 041 თვითმფრინავის მიწოდებაზე, მაშინ როცა თებერვალში კომპანიამ შემკვეთებს მხოლოდ 22 თვითმფრინავი მიაწოდა.

ცნობისთვის, 2020 წელს Boeing-ს 11,9 მილიარდის ზარალი მაიდგა, რაც გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ, რომელმაც თავის მხრივ სერიოზული დარტყმა მიაყენა მთლიანად დარგს. გარდა ამისა, კომპანიას ზიანი მაიდგა Boeing 737 MAX-ის ორი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ცალკეული ქვეყნების მხრიდან მოჰყვა მასიური უარი ამ ტიპის ლაინერების სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებაზე.

კოკა კვირკველია