შიდა უპროცენტო განვადება წინასწარი შენატანის გარეშე - „ტერასა ბაკურიანის“ აქცია 31 მარტამდე გრძელდება

გრძელვადიანი შიდა უპროცენტო განვადება წინასწარი შენატანის გარეშე - ეს „ტერასა ბაკურიანის“ მიმდინარე აქციაა, რომელიც მხოლოდ 31 მარტამდე გრძელდება. შეთავაზების დასრულების შემდეგ კი წინასწარი შენატანი სავალდებულო გახდება.

ბაკურიანი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელიც პანდემიის მიუხედავად, მაინც მოთხოვნადი რჩება. უძრავ ქონებაზე კი ფასები კურორტზე ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების გამო იზრდება: 2021 წლის თებერვალში გაიმართა მსოფლიო თასის პირველი ეტაპი სკი კროსში; 2023 წელს კი დაგეგმილია სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც ადგილობრივი სამასპინძლო ბიზნესი დიდ იმედებს ამყარებს.

terasa12-1615542425.jpg

2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება კურორტის ადგილობრივი მთავრობაც და შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მასშტაბური სპორტული ღონისძიებისთვის „ტერასა ბაკურიანის“ მრავალფუნქციური პროექტი უკვე დასრულებული იქნება და ის ვიზიტორებს 2022 წლიდან მიიღებს. ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბაკურიანს სპორტსმენების, მოყვარულებისა და გულშემატკივრების დიდი არმია ესტუმრება, რომელთა დიდი ნაწილის მხრიდან გასართობ სერვისებზე მაღალი მოთხოვნა იქნება. პროექტი ითვალისწინებს სრულად გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით გაწყობილ აპარტამენტებს, სასტუმროს, რესტორანს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, საპიკნიკე ზონას და 15-მეტრიან დახურულ აუზს, რომელიც ბაკურიანში იშვიათობას წარმოადგენს. შესაბამისად, „ტერასა ბაკურიანში“ გათვალისწინებულია ყველა ის სერვისი და მომსახურება, რაც კომფორტთან და ხარისხიან დასვენებასთან ასოცირდება.

teraasa-1615542442.jpg

„ტერასა ბაკურიანი“ ბაკურიანის ცენტრალურ ნაწილში ამირანის პარკის მიმდებარედ შენდება. მრავალფუნქციური კომპლექსის 50% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, უფრო კონკრეტულად კი 4800 კვადრატული მეტრი. ასევე, ხელუხლებლად ნარჩუნდება ახლოს მდებარე ტყე და ამირანის პარკი, რომელთანაც პროექტი მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში სამშენებლო სამუშაოებზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რათა კურორტმა თავისი სახე და ეკოლოგიური მდგომარეობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. უფრო კონკრეტულად კი შენობებზე დაწესებულია სიმაღლის შეზღუდვა 15 მეტრამდე და 4-5 სართულზე მაღალ შენობებზე ნებართვები არ გაიცემა. აღნიშნული შეზღუდვა შენობა-ნაგებობებიდან ხედების შენარჩუნებასაც ემსახურება.

terass-1615542461.jpg

ამასთან, სამშენებლო ნებართვების გაცემა შეზღუდულია იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული. „ტერასა ბაკურიანის“ მიმდებარედ მწვანე ზონას სრულად აღნიშნული სტატუსი აქვს, შესაბამისად, ბუნებრივ გარემოზე ადამიანის ზემოქმედება გამორიცხულია. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, კურორტის ულამაზესი ხედებით კომპლექსის ყველა წერტილიდან დატკბნენ და ბაკურიანის უნიკალურ ტყეში გაისეირნონ.

დაინტერესებულს პირებს შეუძლიათ, „ტერასა ბაკურიანს“ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დეტალებს პირადად გააცნობენ.

terasaaa-1615542399.jpg

(R)