Renault-ი Daimler-ში საკუთარ წილს ყიდის

ფრანგული კომპანია Renault აცხადებს, რომ აპირებს გაყიდოს 1,54%-იანი წილი გერმანულ ავტოგიგანტში Daimler, რომელიც Mercedes-Benz-ს ეკუთვნის. საუბარია 16,448,378 ცალი აქციის გაყიდვაზე, რომელიც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაეხმარება Renault-ს ფინანსური სირთულეების მოგვარებაში.

თუმცა ფრანგული კომპანია გერმანელებთან თანამშრომლობის ბოლომდე გაწყვეტას არ აპირებს და ამ წილის გაყიდვა მათ მრავალწლიან ურთიერთობას არ დაასრულებს.

გერმანელებსა და ფრანგულ-იაპონურ ალიანსს შორის პარტნიორული შეთანხმება თითქმის 10 წლის წინ გაფორმდა. მათ თანამშრომლობას ჰქონდა როგორც მიღწევები, ასევე ჩავარდნები.

ამ მომენტისთვის Mercedes X-Class-ის, ასევე, Smart ForFour მოდელის წარმოებისა და Infiniti-ის მიერ Mercedes-ის კომპაქტური პლატფორმის გამოყენების მიმართლებით კომპანიების სართო ინტერესი აღარ იკვეთება.

თუმცა კომპანიები ახალი Mercedes Citan და T-Class მოდელებზე ერთობლივად მუშაობენ და თანამშრომლობის სხვა მიმართულებით გაღრმავებაზეც ფიქრობენ.

კოკა კვირკველია