3 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან აღარ იმოქმედებს

ორშაბათიდან, 15 მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, ორშაბათიდან, 15 მარტიდან:

  • სპორტული დარბაზები განაახლებენ ფუნქციონირებას;
  • სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება;
  • თეატრები და სპორტული კლუბები რეპეტიციების აღდგენას შეძლებენ.
თაია არდოტელი