ორშაბათიდან, 15 მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.
საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, ორშაბათიდან, 15 მარტიდან:
- სპორტული დარბაზები განაახლებენ ფუნქციონირებას;
- სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება;
- თეატრები და სპორტული კლუბები რეპეტიციების აღდგენას შეძლებენ.