დღეიდან, 15 მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.
საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, 15 მარტიდან:
- მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
- უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;
- განახლდება სასკოლო წრეები;
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.
ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.