Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3190 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3190 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3194 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 12 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3232 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9606 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.