სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის ხორცი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ, ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.

მათივე ცნობით, კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.